"მზე ყველასთვის" - ეს გიორგი ალიაშვილის ერთერთი კედლის გაზეთის პირველი ნომერის თემაა.
"სტატიები"
ჩემ შესახებ
"მე ვარ გიორგი ალიაშვილი 22 წლის. ვცხოვრობდი საგურამოს ბავშვთა სახლში. მიყვარდა ბანაკებში სიარული, რათა გამეცნო ბევრი ბავშვი. მე ვიყავი რელიგიის მასწავლებელი. უფალი შთამაგონებდა ბევრ რამეს და ვუზიარებდი მეგობრებს. მინდა ერთ დღესაც ვიყო სანტა კლაუსი, რომ ავუხდინო ოცნებები ბავშვებს. მინდა გავხდე ქველმოქმედი და დავეხმარო ბავშვებს. ეხლა ვხოვრობ "ხელი ხელს" ორგანიზაციის ბინაში, რადგან მინდოდა ოჯახური გარემო. უფალი ხომ სიყვარულია.
გ. ალიაშვილი
ვინ გინდა რომ გამოხვიდე
მე მინდა გამოვიდე ხელოსანი და დავალებას რასაც კი მომცემდნენ ყველაფერს გავაკეთებდი. მინდა შევქმნა ოჯახი და ჩემი საქმიანობით ვარჩინო. ცხოვრების მიღწევა მინდა მუშაობით, ასევე ვარჩინო ოჯახი, ვასწავლო რადგან ბევრს მივაღწიო. მიხარია საჭმლის გაკეთება და ოჯახისთვის საჭიროებისამებრ საქმიანობა. ჩემი სურვილია კარგად ყოფნა.
გ. ღვინიაშვილი
გაზეთის სტუმარია
"ხელი ხელს" ორგანიზაციაში მოვხდი მაიასგან და დავიწყე მუშაობა. მე ნამდვილად შევძელი მუშაობა და ამით ვამაყობ.
ბენეფიციარებს ვუსურვებდი ჯანმრთელობას, თავისუფლებასა და დამოუკიდებელ წინსვლას და ყველაფერს რასაც ისურვებდნენ.
გიორგი წოწოკოლაური
როგორ ცხოვრობ შენ
ვცხოვრობ კარგად: ვასუფთავებ სახლს, ჭურჭელს ვრეცხავ, ვაწესრიგებ ჩემს ნივთებს, ხშირად გადავდივარ მეზობლებში და ვეხმარები ბებოს. ვმეგობრობ ბიჭებთან. მათთან ერთად გავდივარ სტადიონზე და ვუყურებ ფეხბურთს. მინდა გამოვიდე შეფმზარეული, მიყვარს ლობიოს პიურის გაკეთება.
დათო კალანდაძე
რას ვუსურვებდი ბენეფიციარებს
ბენეფიციარებს უსურვებდი საკუთარი ადგილის პოვნას ცხვორებაში. ღირებულებების შეხედულების და მიზნების მკაფიოდ გამოკვეთას და მოქმედებას მიზნების მისაღწევად. ასევე ვუსურვებ წარმატებას პირად კარიერულ ცხოვრებაში და ცხოვრებაში ყველა ეტაპზე თავს გრძნობდნენ ბედნიერად და განიცდიდნენ ცხოვრების კმაყოფილებას.
ს. ბედოშვილი
"მზე ყველასთვის - მზე ყველას გვათბობს და გვეფერება"
გაზეთის ჟურნალისტი - გიორგი ალიაშვილი
გაზეთის კონსულტანტი - დიდი სოფო - ასისტენტირ
გაზეთის კონსულტანტი - დიდი სოფო - ასისტენტირ
No comments:
Post a Comment