ჩემს თავს დავუსვი კითხვა: ნუთუ ამდენი ბრძოლა, ამდენი შრომა წყალში მეყრება?
არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი თანამშრომლების, მეგობრების, დამფინანსებლების და უბრალოდ
იმ ხალხის, რომელსაც ამ იდეის სჯერა. ასე დასრულდება ვითომ ყველაფერი? ხვალ იქნებ კითხვაც
არ დავსვა და ეჭვიც ხუთი წუთის შემდეგ გამიქრეს, მაგრამ უკვე მეორე დღეა ეს კითხვა,
რომელიც ამ წუთში პირველად დავუსვი თავს ხმამაღლა, მაფორიაქებს...
მარტივი ამბავია - სახლებს ვეძებ, ნუ ბინებს, რომ ვიქირავოთ. სულ სამს,
12 შშმ პირი გვინდა განვათავსოთ, ვისაც მეტი დამოუკიდებლობა და ადამიანური ცხოვრება
უნდა, მაგრამ სახლი არ აქვს და შესაბამისი ე.წ. 24 საათიანი მხარდამჭერი მომსახურებაც
ესაჭიროება. ასეთი სახლები უკვე გვაქვს გურჯაანში,
პირველი ოჯახური საცხოვრებლები ჩვეულებრივ ქალაქში, ჩვეულებრივ სამეზობლოში. იდეამ
გაამართლა - დღეს იქ