ივნისში, ჩემმა ქალიშვილმა პარლამენტის შენობასთან გამართულ დემონსტრაციაში
მიიღო მონაწილეობა. სარა, რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი, გაემგზავრა ვაგონით სომერსეტიდან
რამდენიმე სტუდენტთან და მისი კოლეჯის თანამშრომლებთან ერთად, სადაც იგი შეხვდა სხვა
80 ახალგაზრდა ადამიანს კამპანიის დასაწყებად, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების განათლების მიღების თანასწორობის მოთხოვნას.
სარას გაუმართლა, მას შემდეგ, რაც ლონდონისგან, დაბა Haringey-სგან მიიღო მხარდაჭერა,
იგი დადიოდა კოლეჯში და ახლახანს დაამთავრა ფოქსის აკადემია სადაც არის საცხოვრებელი,
კვება და სასწავლო სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა ადამიანებისთვის.
მას იმედი აქვს რომ გახდება მიმტანი. ყველა ფიზიკური ან სწავლის შეზღუდვების მქონე
ადამიანი არ არის ასეთი იღბლიანი, განსაკუთრებით როცა 16 წლის შემდგომ განათლებას ეხება
საქმე.