Friday, September 25, 2015

სიკეთე დასწრებაზეა!



ხომ გაგიგიათ გამოთქმა: „ყველაფერი დასწრებაზეა“?! რა თქმა უნდა გაგიგიათ. მეც გამიგია და ბევრჯერ მითქვამს კიდეც.  აი სიკეთეც რომ დასწრებაზე იყო, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ხდება, თუმცა გარკვეული, ნეგატიური მოვლენებით დახუნძლულს, პერიოდულად ვარდისფერი სათვალის ადგილსამყოფელს მახსენებს.
ჩვენი სახლის მცხოვრები ბიჭებისათვის გასართობ/შემეცნებით, სოციალიზაციისათვის საჭირო აქტივობებს იდეის დონეზე ვაგროვებთ ხოლმე. ვაგროვებთ ხოლმე იმიტომ, რომ ამ აქტივობების უმეტესი ნაწილის განხორციელება ხშირად იმ თანხებთან არის დაკავშირებული, რომელიც პროექტში არ არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მწირი, მაგრამ მაინც, საკუთარი თუ პროექტში არსებული რესურსებით ვახერხებთ ბიჭებისთვის და თვითონ ბიჭების უფრო ფართო სოციუმის გაცნობას.
აი, ახლა იქამდე მივედით, რაზეც თქვენი ყურადღების შეჩერება მინდოდა. გადაწვყვიტე, ბიჭები გასართობად წამეყვანა. თავში ერთ-ერთი დაწესებულება ამომიტივტივდა, თუმცა, იქ წასასვლელად და გასართობად ზემოხსენებული სირთულე გვიშლიდა ხელს. ამიტომ ჯერ პირად ფეისბუქ გვერდზე მეგობრებს გავანდე ჩემი სურვილი და რა მოხდა იცით? ისეთი რამ რასაც არც მე მოველოდი... ერთმანეთზე სწრაფად, ჩემმა მეგობრებმა და იმ ადამიანებმა რომლებიც წლებია არ მინახავს, უფრო მეტიც, პირადადაც კი არ ვიცნობ, დაგვეხმარნენ ჩემი ჩანაფიქრი ერთხელ კი არა და რამდენიმეჯერ მომავალშიც განვახორციელოთ.
ახლა ამას ბედნიერი, გაღიმებული და მეცხრე ცის ზევიდან ვწერ. ჯერ ბიჭებმა არ იციან ამ სიურპრიზის შესახებ, თუმცა, რომ გაიგებენ და წავიყვან, აუცილებლად გადავუღებ სურათებს და განახებთ სათითაოდ ყველას სახეს. ახლა, მხოლოდ მე კი არა, მათაც ეცოდინებათ, რომ არსებობენ ის, მათთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კეთილად არიან განწყობილი (არამარტო) ჩვენი ბიჭების მიმართ.
მე მჯერა რომ ეს, სიკეთის კეთების დასაწყისია. მომავალში  მე და ბიჭებს წინ  კიდევ ბევრი მოულოდნელი და სასიამოვნო მოვლენები გველოდება.

გიორგი წოწკოლაური
"ხელი ხელს"  - პროგრამის კოორდინატორი

Wednesday, September 23, 2015

საჭირო ხელჩართულობა



რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ქველმქმედების დღე აღინიშნა. სოციალურ პასუხისმგებლობას არამარტო შშმ პირების შესახებ მომუშავე ორგანიზაციები, არამედ სხვადასხვა პროფილის ცნობილი კომპანიები და საზოგადოების ნაწილიც იღებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ხელი ხელს” სპეციალური საჭიროების მქონე სრულწლოვან ადამიანებს, საზოგადოებაში დასაბრუნებლად, საოჯახო ტიპის საცხოვრებლებს თავაზობს.
ორგანიზაცია 4 წელია არსებობს და მალე მეხუთე მსგავსი ტიპის საცხოვრებელს ქმნის. ასეთ სახლებში ადამიანები დამოუკდებლობასა და თავისუფლებას სწავლობენ. ითვისებენ სხვადასხვა პიროვნულ თუ პროფესიულ უნარებს. ისინი, როგორც ყველა ადამიანი, საზოგადოებას წარმოადგენენ.
მე-5 სახლის (თბილისი, მუხიანი) გახსნასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ხელი ხელს” საზოგადოებას პროექტში თანამონაწიელობას თავაზობს.
ცოტა მოგვიანებით, ჩვენც (როგორც მსოფლიოსა და საზოგადოების ნაწილი), აღვნიშნოთ მსოფლიო ქველმოქმედების დღე. გავხდეთ ხელჩართულები
აქ იმ ნივთების სიაა, რომელთა ქონა სახლის ახალ მცხოვრებლებს ჭირდებათ.

ხელი ხელს ბანს აძლევს
პატივისა და გულისცემით,
“ხელი ხელს”

Wednesday, September 16, 2015

მეხუთე სიხარული


© ელენე ბერეკაშვილი, მობილ. ფოტო


საოჯახო ტიპის ახალი საცხოვრებლის მზადება. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ხელი ხელს” გულდაგულ მუშაობს. ეს რიგით მეხუთე სახლია. მეხუთე სიხარული და პასუხისმგებლობა. სიხარული - მეტი შშმ პირი დაუბრუნდება საზოგადოებას, პასუხისმგებლობა - მათ მეტი სიყვარული ჭირდებათ და ეს სიყვარული სიფრთხილეცაა და თავისუფლებაც.
მზადება საოჯახო ტიპის საცხოვრებელში ახალი მცხოვრებლების შესახვედრად ისე გახურდა, ისე გახურდა, მზესაც კი შეშურდებოდა.

Tuesday, September 8, 2015

5 წლის ქველმოქმედი


5 წლის ნაამა უზანი, ქველმოქმედი გოგონა, კანადაში 2015 წლის ყველაზე კეთილ ბავშვად დასახელდა. გოგონას მხოლოდ 24 საათი დაჭირდა იმისთვის, რომ მასზე მსოფლიოს ელაპარაკა. მან გადააწყვიტა საკუთარ ძმას, ნადავს, რომელიც “ანგელმენის” სინდრომით (იშვიათი ნეირო-გენეტიკური დაავადება) არის დაავადებული,  ფულით დახმარებოდა. ნაამამ თავისი გეგმის განხორციელება 2015 წლის 21 აპრილს დაიწყო.  ის ერთ ჭიქა ცივ ლიმონათს 50 ცენტად ყიდდა. გეგმამ გაამართლა და ნაამამ 19, 000$-ზე მეტი შეაგროვა.

5 წლის კანადელ გოგონას მხარდამჭერები, მთელს მსოფლიოში, გამოუჩნდა. ნაამა უზანი ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა.

"ხელი ხელს"

Saturday, September 5, 2015

სოლისიტი - ფილმი "საზოგადოებრივ თანასწორობაზე"


ბიოგრაფიული ჟანრის დრამა რეალურ ამბავზეა გადაღებული.

შიზოფრენიით (ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება) დაავადებული უსახლკარო მუსიკოსი ნატანიელ აიერსი ლოსანჯელესში, ქუჩაში ცხოვრობს. ის უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზში დაკვრაზე ოცნებობს. 
მუსიკოსის ცხოვრებაში გამოჩენილი ჟურნალისტი ყველაფერს "თავდაყირა" აყენებს.

სოლისიტი - ფილმი "საზოგადოებრივ თანასწორობაზე"

ფილმის ნახვა



მოთაფლული მეგობრების ამბავი

მეგობრობა, დიდი თუ წვრილმანი წყენების გარეშე აბა ვის გაუგია?
გიორგი და დათუნა განუყრელი მეგობრები არიან. ისინი ჩვენი ორგანიზაციის მიერ თბილისში ახლადგახსნილ სახლში ცხოვრობენ და მთელ დღეებს ერთად ატარებენ: ერთად მეცადინეობენ, ერთად სწავლობენ საოჯახო საქმეებს, ერთად უვლიან ეზო-კარს, ერთად თამაშობენ და ზრუნავენ ერთმანეთზე.
როგორც ყველა მეგობარს, დათუნასა და გიორგის შორისაც პატარა წყენამ გული ორივეს ატკინა. ბიჭები დადარდიანებული იყვნენ, ძველებურად ვეღარ ხალისობდნენ, მეცადინეობასაც გულს ვერ უდებდნენ. პირველი ნაბიჯის გადადგმა კი, თქვენც კარგად გეცოდინებათ, როგორ ჭირს. თუმცა, მთავარია სწორი ტაქტიკა შეარჩიო.
მოთაფლვა - ამ შემთხვევაში საუკეთესო ტაქტიკა გამოდგა. გიორგიმ ზუსტად იცის მის მეგობარს რა უყვარს და როგორ მოიგოს დათუნას გული - თაფლი.
გაამართლა! დათუნამ საჩუქარიც და ბოდიშიც სიხარულით მიიღო და მეგობრობაც ძველებურად განახლდა.
Big or small heartbreaks and disagreements happen in very close friendships too. 
Giorgi and Datuna are inseparable friends. They live together in the house, opened by Hand in Hand and do almost everything together: doing homework, studying how to cook, take care of their garden and house, playing.

A small disagreement broke their hearts. They stopped enjoying their traditional activities together. And we all know how hard it is to apology sometimes.
George decided to be first. He did not need lot of time to remember what his best friend loves most - honey!
Datuna was very happy to get this delicious present and his best friend back!


Friday, September 4, 2015

მაიას "ტომის" დაბადება



რომელიღაც წელს დაბადებული დღეს რამდენიღაც წლის გახდა. პირად კალენდარს კიდევ ერთი წარმატების წელი მიათვალა. საზოგადოებრივ საქმეს კი დიდი ამბებით ახორციელებს. მისი მთავრი ამოცანა შშმ პირების საზოგადოებაში დაბრუნებაა, რადგან ისინი საზოგადოების ორგანული ნაწილი არიან. “ხელი ხელს” (სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია) დამფუძნებელი რომელიღაც წელს დაბადებული მაია შინშიაშვილი დღეს რამდენიღაც წლის გახდა.

“ხელი ხელს” გუნდი აღიარებს ამ თარიღს. ვულოცავთ ბედნიერი სურვილებით.

დღეს არის მაიას "ტომის" დაბადება :)
<3

Thursday, September 3, 2015

ის ხატავს ღმერთის ბავშვობას

DSC_0477.JPG

“ახლახან ჩინებული ამბავი მოვისმინე. მისი მოყოლა ძალიან მიყვარს. ერთი პატარა გოგონა, ექვსი წლის, ხატვის გაკვეთილზე, კლასის ბოლოში იჯდა და რაღაცას ხატავდა. მასწავლებელმა თქვა, რომ ეს პატარა გოგო კლასელებს ყურადღებას იშვიათად თუ აქცევდა. ამ ხატვის გაკვეთილზე პირიქით, მასწავლებელი მოიხიბლა. მიუახლოვდა და კითხა:

მასწავლებელი - რას ხატავ?

Friday, August 28, 2015

ეს ცისანაა


ეს ცისანაა, დაგინახავს, ისე გაჩნდება შენთან აზრზე მოსვლას ვერ მოაწრებ. მოვა, მორცხვად შემოგხედავს, მერე თვალებს დახრის და ბოლოს კი ჩაგეხუტება და გეტყვის მიყვარხარო. მერე კი იწყებს მოყოლას, იცი წუხელ ფეხი მტკიოდაო, მერე მუცელიო, ან კბილიო, ან რაღაცას დავეჯახეო და მეტკინაო.. სულ ვღელავდი ამ ამბების მოსმენისას. მერე კი მივხვდი, "ტკივილი" მხოლოდ ფორმაა სინამდვილეში რაც უნდა ის რომ მიიღოს: შენი ყურადღება უნდა, შენი მოფერება, შენი სითბო - სულ ერთი ბეწო, იმის მეათასედი რასაც თვითონ გასცემს.

Tuesday, August 25, 2015

მრავალფეხა ლამაზმანი



ცნობილ სპორტსმენს, მოდელს, მსახიობსა და ორატორს ეიმი მალინზს 12 წყვილი "ფეხი" აქვს.

ორგზის რეკორდსმენი ატლანტის პარაოლიმპიურ თამაშებში (სირბილი და სიგრძეზე ხტომა, 1996 წ.), L’Oréal Paris სახეა. ჟურნალმა ”People-მა” კი  მსოფლიოს ულამაზესი ქალების სიაში შეიყვანა. მონაწილეობს სატელევიზო შოუებში, იღებენ ფილმებში (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ...), საჯარო პრეზენტაციები აქვს Ted.com-სა და სხვა კონფერენციებზე. დამფუძნებელია რამდენიმე ფონდის...