Showing posts with label ქველმოქმედება. Show all posts
Showing posts with label ქველმოქმედება. Show all posts

Sunday, October 18, 2015

წარმატებული ჩურჩხელობანა



თბილისობა ეზოში ან ეზოობა თბილისში. ჩურჩხელობანა წარმატებული გამოდგა. 
გურჯაანის  საოჯახო ტიპის საცხოვრებელში მცხოვრები შშმ პირები თბილისსა და რესტორან "ეზოს" თავიანთი ჩურჩხელებითა და ხელნაკეთი ნივთებით ხელდამშვენებულნი ესტუმრნენ.

ჩურჩხელების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა



საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხელი ხელს და რესტორანი ეზო • ezoთბილისობას, ჩურჩხელების გამოფენა-გაყიდვაზე გეპატიჟებათ

საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები შშმ პირები თავიანთ მომზადებულ ჩურჩხელებს გაყიდიან. შემოსული თანხით ახალი საცხოვრებლის მცხოვრებლებს საჭირო ნივთების შეძენაში დაეხმარებიან.

18 ოქტომბერი, 15:00 სთ.
“ეზო”, გერონტი ქიქოძის 16

პატივისა და გულისცემით, 
ხელი ხელს

#ხელიხელსბანსძლევს

Tuesday, September 29, 2015

მზიანი დასაწყისი


მორიგი მზიანი დღე გათენდა. ბიჭებისაკენ (საოჯახო ტიპის საცხოვრებელში მცხოვრები გიორგი, გიორგი და დათუნა) გავეშურე. ამ დღეს მზიურში წასვლა გვქონდა დაგეგმილი, ფერადი ცარცებით ხატვა და ცეკვა-თამაში. სანამ სახლიდან გავიდოდი, ყოველი შემთხვევისათვის ჩანთაში კეთილი ადამიანების მიერ ნაჩუქარი ჟეტონები ჩავიყარე. აი, ეს ის ჟეტონებია, რომელიც წერილში „ყველაფერი დასწრებაზეა“ გარკვეული მიზეზების გამო არ გაგიმხილეთ. ეს ჟეტონები სათამაშო ზონაში გამოიყენება.

Friday, September 25, 2015

სიკეთე დასწრებაზეა!



ხომ გაგიგიათ გამოთქმა: „ყველაფერი დასწრებაზეა“?! რა თქმა უნდა გაგიგიათ. მეც გამიგია და ბევრჯერ მითქვამს კიდეც.  აი სიკეთეც რომ დასწრებაზე იყო, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ხდება, თუმცა გარკვეული, ნეგატიური მოვლენებით დახუნძლულს, პერიოდულად ვარდისფერი სათვალის ადგილსამყოფელს მახსენებს.
ჩვენი სახლის მცხოვრები ბიჭებისათვის გასართობ/შემეცნებით, სოციალიზაციისათვის საჭირო აქტივობებს იდეის დონეზე ვაგროვებთ ხოლმე. ვაგროვებთ ხოლმე იმიტომ, რომ ამ აქტივობების უმეტესი ნაწილის განხორციელება ხშირად იმ თანხებთან არის დაკავშირებული, რომელიც პროექტში არ არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მწირი, მაგრამ მაინც, საკუთარი თუ პროექტში არსებული რესურსებით ვახერხებთ ბიჭებისთვის და თვითონ ბიჭების უფრო ფართო სოციუმის გაცნობას.
აი, ახლა იქამდე მივედით, რაზეც თქვენი ყურადღების შეჩერება მინდოდა. გადაწვყვიტე, ბიჭები გასართობად წამეყვანა. თავში ერთ-ერთი დაწესებულება ამომიტივტივდა, თუმცა, იქ წასასვლელად და გასართობად ზემოხსენებული სირთულე გვიშლიდა ხელს. ამიტომ ჯერ პირად ფეისბუქ გვერდზე მეგობრებს გავანდე ჩემი სურვილი და რა მოხდა იცით? ისეთი რამ რასაც არც მე მოველოდი... ერთმანეთზე სწრაფად, ჩემმა მეგობრებმა და იმ ადამიანებმა რომლებიც წლებია არ მინახავს, უფრო მეტიც, პირადადაც კი არ ვიცნობ, დაგვეხმარნენ ჩემი ჩანაფიქრი ერთხელ კი არა და რამდენიმეჯერ მომავალშიც განვახორციელოთ.
ახლა ამას ბედნიერი, გაღიმებული და მეცხრე ცის ზევიდან ვწერ. ჯერ ბიჭებმა არ იციან ამ სიურპრიზის შესახებ, თუმცა, რომ გაიგებენ და წავიყვან, აუცილებლად გადავუღებ სურათებს და განახებთ სათითაოდ ყველას სახეს. ახლა, მხოლოდ მე კი არა, მათაც ეცოდინებათ, რომ არსებობენ ის, მათთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კეთილად არიან განწყობილი (არამარტო) ჩვენი ბიჭების მიმართ.
მე მჯერა რომ ეს, სიკეთის კეთების დასაწყისია. მომავალში  მე და ბიჭებს წინ  კიდევ ბევრი მოულოდნელი და სასიამოვნო მოვლენები გველოდება.

გიორგი წოწკოლაური
"ხელი ხელს"  - პროგრამის კოორდინატორი

Wednesday, September 23, 2015

საჭირო ხელჩართულობა



რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ქველმქმედების დღე აღინიშნა. სოციალურ პასუხისმგებლობას არამარტო შშმ პირების შესახებ მომუშავე ორგანიზაციები, არამედ სხვადასხვა პროფილის ცნობილი კომპანიები და საზოგადოების ნაწილიც იღებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ხელი ხელს” სპეციალური საჭიროების მქონე სრულწლოვან ადამიანებს, საზოგადოებაში დასაბრუნებლად, საოჯახო ტიპის საცხოვრებლებს თავაზობს.
ორგანიზაცია 4 წელია არსებობს და მალე მეხუთე მსგავსი ტიპის საცხოვრებელს ქმნის. ასეთ სახლებში ადამიანები დამოუკდებლობასა და თავისუფლებას სწავლობენ. ითვისებენ სხვადასხვა პიროვნულ თუ პროფესიულ უნარებს. ისინი, როგორც ყველა ადამიანი, საზოგადოებას წარმოადგენენ.
მე-5 სახლის (თბილისი, მუხიანი) გახსნასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ხელი ხელს” საზოგადოებას პროექტში თანამონაწიელობას თავაზობს.
ცოტა მოგვიანებით, ჩვენც (როგორც მსოფლიოსა და საზოგადოების ნაწილი), აღვნიშნოთ მსოფლიო ქველმოქმედების დღე. გავხდეთ ხელჩართულები
აქ იმ ნივთების სიაა, რომელთა ქონა სახლის ახალ მცხოვრებლებს ჭირდებათ.

ხელი ხელს ბანს აძლევს
პატივისა და გულისცემით,
“ხელი ხელს”